გეორგიევსკის ტრაქტატი
(1744-1762) წ.წ. და ქართლ-კახეთის (1762-1798) წ.წ. მეფე ერეკლე II1780-ანი წლების დასაწყისში საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობები კვლავ აღდგა, ამჯერად ურთიერთობების აღდგენის ინიციატორად რუსეთი გამოვიდა. 1774 წელს ოსმალეთის დამარცხების შემდეგ რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობა დაიწყო,რუსეთი შორეული სახელმწიფოდან საქართველოს მოსაზღვრედ გადაიქცა. იმპერიის ზრდასთან ერთად იზრდებოდა ინტერესების სფერო რომელშიც საქართველოც მოექცა.1780-ანი წლების დასაწყისში საქართველოში ჩამოსული რუსი ელჩები,ჩინოვნიკები თუ მოგზაურები ურჩევდნენ ერეკლე II მიემართა იმპერატორისთვის ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობაში აყვანის თხოვნით და არწმუნებდნენ რომ ამჯერად რუსეთი აუცილებლად დაეხმარებოდა საქართველოს.1782 წელს ერეკლემ მიმართა რუსეთს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის პროტექტორატში აყვანის თხოვნით.ეკატერინე II მაშინვე დათანხმდა ქართლ-კახეთის მეფის თხოვნას და შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება პავლე პოტიომკინს დაავალა.რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II (1762-1796) წ.წ.1783 წლის 24 ივლისს რუსეთში, გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში გაფორმდა ტრაქტატი რუსეთის იმპერიას და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის, რომელიც ისტორიაში გეორგიევსკის ტრაქტატის სახელით შევიდა. ტრაქტატს ქართლ-კახეთის მხრიდან იოანე ბაგრატიონ-მუხრანელმა და გარსევან ჭავჭავაძემ მოაწერეს ხელი, ხოლო რუსეთის მხრიდან პავლე პოტიომკინმა.ტრაქტატის მიხედვით ერეკლე II აღიარებდა რუსეთის იმპერატორის უზენაესობას, ქართლ-კახეთის ყოველი მომდევნო მეფეს დაამტკიცებდა და სამეფო რეგალიებს გამოუგზავნიდა რუსეთის იმპერატორი. ასევე ქართლ-კახეთს ეზღუდებოდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება იგი უნდა ეწარმოებინა ან უშუალოდ რუსეთის ხელისუფლებას ან ქართლ-კახეთის ხელისუფლებას უნდა ეცნობებინა რუსეთის წარმომადგენლებისთვის თუკი იგი რაიმე მოლაპარაკებებს აწარმოებდა უცხო სახელმწიფოსთან და შეეთანხმებინა პირობები.საქართველო ვალდებულებას ღებულულობდა რომ თუკი რუსეთს ომი ექნებოდა სპარსეთთან, ოსმალეთთან ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსთან თუ ამას საჭიროება მოითხოვდა თავის ტერიტორიაზე განელაგებინა რუსეთის არმიის ნაწილები, მიეცა მისთვის საშუალება აქედან ეწარმოებინა ომი და თვითონაც ყველაფრით დახმარებოდა.თავის მხრივ რუსეთი ცნობდა ერეკლე II და მის შთამომავლების უფლებებს ქართლ-კახეთის სამეფოზე და ეკრძალებოდა სამეფოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელყოფა, ასევე რუსეთი ვალდებულებას იღებდა არ ჩარეულიყო სამეფოს შიდა საქმეებში(სამეფოს მართვა, გადასახადების აკრეფა და ა.შ.) სასამართლოს წარმოებაც გაგრძელდებოდა არა რუსული არამედ ქართული სამართლის მიხედვით.რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო პირებს ეკრძალებოდათ რაიმე განკარგულების გაცემა ქართლ-კახეთში.ტრაქტატის პირობების მიხედვით რუსეთი ვალდებულებას იღებდა დაეცვა სამეფო ნებისმიერი უცხოური აგრესიისგან და საჭიროების შემთხვევაში გამოეცხადებინა ომი თავდამსხმელისთვის.რუსეთი ვალდებული იყო საქართველოში განეთავსებინა ორი ქვეითი ბატალიონი ოთხი ქვემეხით, ხოლო თუ საჭირო გახდებოდა გამოეგზავნა დამატებითი ძალები.ტრაქტატის მიხედვით ქართლ-კახეთის თავად-აზნაურები უთანაბრდებოდნენ რუსეთისას, ხოლო ქართველ ვაჭრებს ენიჭებოდათ ის უფლებები,პრივილეგიები თუ შეღავათები რომლებითაც რუსი ვაჭრები სარგებლობდნენ.ტრაქტატი გაფორმებული იყო საუკუნოდ და მასში ცვლილებების შეტანა უნდა მომხდარიყო ურთიერთშეთანხმებით.