top of page

 

  

  ილია ჭავჭავაძე სოფლის მეურნეობასა და       რუსეთის ბაზრის მნიშვნელობაზე

 

სიცოცხლეშივე ერის მამად წოდებული ილია ჭავჭავაძექართველ ერს უძველესი დამოუკიდებელი სამიწათმოქმედოკულტურისა და ტრადიციების მქონე ხალხად, ხოლოსაქართველოს, მისი ბუნებრივ-კლიმატური დანიადაგობრივი მრავალფეროვნების გამო, აგრარულ ქვეყნადმიიჩნევდა: «ამას ეჭვი არ უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა მიწათ-მოქმედი ქვეყანაა და ერთად-ერთი წარმოება, რომელსაც იგიამოქმედებს, სასოფლო მეურნეობაა, ესე იგი – იმისთანაწარმოება, რომელსაც პირდაპირ მიწასთან აქვს საქმე დამიწის-მოქმედებასთან».

ილიას თავის დროზე მცდელობა არ დაუკლია საქართველოში მიწათმფლობელობისა და მიწათმოქმედების აღორძინებისთვის. რადგან სწამდა, რომ: «ქვეყნისეკონომიური სიმტკიცე და ძლიერება გლეხკაცობისმიწათმფლობელობაზეა დამოკიდებული. რამოდენადაც ეგმიწათმფლობელობა ფართოა, სხვაზედ დამოუკიდებელი და თავისუფალი მიწათ-მოქმედებისათვის, იმოდენადქონებითი ძალ-ღონე ქვეყნისა, თუ სახელმწიფოსი მტკიცეა, ძლიერი და მუდმივი.»

 

ერის მამას ამოცანად დასახული ჰქონდა სოფლად თვითმმართველობის დამკვიდრება და საგლეხომიწათმფლობელობის გაფართოება, «ადგილის კაცის» _ მკვიდრი მიწათმოქმედის ფუნქციათა და უფლებათაგაძლიერება.

 

ილიამ სწორად გაიაზრა ეროვნული ზნეობრივი ღირებულებებისა და ერის ტრადიციული სამეურნეო მახასიათებლების ერთიანობა: «ჩვენებური გლეხი ბინადარი კაცია, საცა დაბადებულა, იქ მკვიდრად ფეხ-მოკიდებულია და ღრმად ფესვგადგმული. იგი თავის მამა-პაპეულ ბინაზედ დამოკიდებულია მარტოსაეკონომიო ანგარიშით კი არა, არამედ სულითაც და გულითაც; ესე იგი ზნეობითაც შემსჭვალულია. მისისოფელი სამკვიდროა, თვითონ «მკვიდრია» თავის სოფლისა და სხვა თავ-მოსაწონებელი სახელი არ იცის».სწორედ ამიტომ გაიხადა სოფლის მეურნეობა ეროვნული ცხოვრების აღორძინების პროგრამის ეკონომიკურ საძირკვლად. 

 

ერის მოძღვარმა უპირველესი ზრუნვისა და დაცვის ობიექტად მიწათმოქმედება აღიარა: «ერთი უდიდესი წყაროსიმდიდრისა, უფრო მტკიცე და საიმედო ხვნა-თესვაა, მიწათმოქმედებაა ყოველგვარი, იმიტომ რომ ამმრეწველობის ნაამაგარი შეადგენს უპირველეს საჭიროებას ადამიანის ცხოვრებისას... ჩვენი ძალღონე, ჩვენიცხოვრებისა და ვინაობის, ჩვენი მკვიდრი და უტყუარი შემნახველი, ჩვენი სიკეთე და სიმდიდრე _ მიწა დაგუთანია».

 

სასოფლო-სამეურნეო წარმოების რაციონალური გაძღოლა ილიას ვერ წარმოედგინა ადგილობრივ მიწათმოქმედთა მიერ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ათვისების გარეშე («დროთა შესაფერი ცოდნა, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი მხნეობა და გამრჯელობა», მიწათმოქმედის ცოდნის პროდუქტიულობაა, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია დღევანდელი ქართული სოფლისთვის). ერის მოძღვარს არა ერთხელ შეუსყიდია გერმანიიდან თუსაფრანგეთიდან უახლესი მოდიფიკაციის მანქანა-იარაღები საკუთარ მამულში დასანერგად, თუმცა მან მათიგამოყენება კვალიფიციური მუშა-ხელის არარსებობის გამო ვერ მოახერხა. ასეთი უცხო ხილი იყო მოწყობილობა,რომელსაც კრუხის როლი უნდა შეესრულებინა, რასაკვირველია, ინკუბატორს ვგულისხმობთ. იგი კარგა ხნისგანმავლობაში აოცებდა ილიასთან სტუმრად მისულ საზოგადოებას თავისი შესაძლებლობებით, რომლისდემონსტრირებაც ვერ იქნა და ვერ მოხერხდა.

 

დიდი საზოგადო მოღვაწის მიზანი იყო, გლეხს შეეგნო ცოდნისა და დაგროვილი გამოცდილების შეძენის გარდაუვალი აუცილებლობა, ზიარებოდა მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობაში, განმტკიცებოდა რწმენა, რომ მხოლოდ იგია ჭეშმარიტი პატრონი და გამგებელი წილხვედრი მიწისა. ილია ბრძანებდა: «განათლება, სწავლა, ცოდნა _ აი ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლიან წამალიდასდოს ჩვენს ცხოვრებას... _ ყველა, ვინც კი მეცნიერებით და ცოდნით შეიარაღებულია, ყველა საჭიროა ახლა,თუ ნამდვილად გული გვტკივა ხალხისათვის... ერთი უმთავრესი სახსარი ცოდნის შეძენისა სამეურნეოსკოლაა. ამ-გვარის სკოლების გამართვა ჩვენში აუცილებელი საჭიროებაა».

 

1883 წელს, წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებლის გახსნისას წარმოთქმულ: სიტყვაში ილია აღნიშნავდა«აქედამ ჩვენი შვილები, თქვენი შვილები გამოიტანენ იმისთანა ცოდნას, რომელიც დედამიწის გულშიჩაგვახედებს, მიგვაგნებინებს _ სად რა სიმდიდრე სძევს და რა რიგის ხერხით შეიძლება ამ სიმდიდრეს ხელიმივაწვდინოთ, ამოვიღოთ და მოვიხმაროთ ქვეყნისა და ჩვენი თავის სადღეგრძელოდ».

 

დღეს, როდესაც დიდი ილია საყოველთაოდ აღიარებულია, როდესაც ყველა თანხმდება, რომ ილია წარსულის კი არა მომავლის მოაზროვნეა, როდესაც ლოზუნგიც კი გაჩნდა «წინ, ილიას გზით!», არ ვიცი, რა დავარქვა ილიას სახელით ილიას დასახული გზის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გონიერმაქართველმა იცის, რომ ილიამ მოგვცა ერის მომავლის განვითარების კონცეპტუალური ხედვა, რომელიცუსწრებს და შეესატყვისება თანამედროვე ცნებებს «მომავლის ინსტიტუტი», «მომავლის განვითარება.»თანამედროვე საქართველოში აგრარული განათლება და მეცნიერება სულს ღაფავს, მის მიმართ უდიერიდამოკიდებულებისა და არასწორი პოლიტიკის გამო.

 

ყურადსაღები  მოსაზრება გამოთქვა ილია ჭავჭავაძემ თავის წერილში  «კავკასიის სასოფლო-მეურნეობის საზოგადოების» შესახებ. ევროპის მოწინავე  ქვეყნების (საფრანგეთი, ჰოლანდია, ბელგია, გერმანია) გამოცდილების მიმოხილვის შემდეგ ილია დაასკვნის: «მთავრობას იმისთანა წყობილება უნდა ჰქონდეს, რომ ერთის გზით თავისიხალხის მეურნეობის ნამდვილს, უტყუარს და აუცილებელ საჭიროებას დღემუდამ ჰგრძნობდეს, და მეორესგზით _ მზად იყოს, ფულით, ცოდნით, რჩევით დაუყოვნებლივ შემწეობა მიაშველოს იქ მაინც, საცა კერძოპირთა შეძლება ვერ გაწვდება».

 

ერის განმანათლებელი ცდილობდა, ევროპული გამოცდილების მაგალითზე ჩვენშიც დანერგილიყო ამხანაგობათა (კოოპერატივები) ჩამოყალიბების ტენდენცია. ილია მიესალმა თელავის თავად-აზნაურთა მიერ შექმნილ «კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირის» შექმნას, მოიწონა მისი წესდების პროექტი და გამოთქვა იმედი, რომ «კავშირი» ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებდა. «ეს იმისთანა საქმეა, რომელიც საუკუნოდ სახსოვრად გახდის იმის სახელს, ვინც ამ საქმეს მესვეურობას და მეთაურობას გაუწევს. ესეც უნდა იცოდეს თავადაზნაურობამ, რომ აქ მცირეოდენის გაწირვა და გაცემა დიდის სიკეთის მომავლინებელია ყველასათვის ერთად და სათითაოდ ცალკე, და ყოველი დაზოგვა და არგაცემა _ დაკარგვაა».

 

ილიამ იცოდა, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინებას ფინანსური რესურსები ესაჭიროებოდა. ამასთან, უნდა გადაჭრილიყო ერისათვის უმნიშვნელოვანესი _ «მიწის ქართველთა ხელში დარჩომის» ამოცანა. მკვიდრი მიწათმოქმედი უნდა დამკვიდრებულიყო იმ მიწაზე, რომელსაც იგი ამუშავებდა და რომელიც საქართველოს ტერიტორიას მოიცავდა.

 

დიმიტრი ყიფიანის იდეასა და წამოწყებას სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შექმნის თაობაზე ილია ჭავჭავაძემ ფრთები 1875 წელს შეასხა. ბანკის დაფუძნების დღეს თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: «ქართველი ერი სამარადისოდ მადლიერი იქნება ამ საქმის წამომწყებისა და მესაძირკვლის უფალ დიმიტრი ყიფიანისა». 

 

ილიამ განმარტა საადგილმამულო კრედიტის მნიშვნელობა «მიწის და მიწათმოქმედების განკარგებისა და გაძლიერებისათვის»: «დანიშნულება საადგილმამულო კრედიტისა განკარგებაა მამულ-დედულისა, გაძლიერება მიწათმოქმედთა ღონისა და მომცემლობისა».

 

დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა დიდი საზოგადო მოღვაწის პუბლიკაციებს ქვეყანაში პურეულის მოვლა-მოყვანის, ტყის, ტექნიკური კულტურების გაშენების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენების, მელიორაციისა და სხვა პრობლემური საკითხების შესახებ. სტატიაში «ჩვენი გლეხობა და ტყეებით სარგებლობის საქმე», ილია ბრძანებდა: «ჩვენებურის გლეხისათვის ტყე ისე საჭიროა, როგორც არსებითი პური. უტყეოდ ჩვენებური გლეხკაცი ვერ დადგება ისე, როგორც უპუროდ».

 

სააშკარაოზე გამოიტანა სატყეო ხელისუფლების ძალმომრეობა და უკანონო დაუსჯელი საქმიანობა, ასევე ტყით სარგებლობის რუსული წესის ქართული სინამდვილისადმი შეუთავსებლობის საკითხი. პურეულის საკითხთან დაკავშირებით, უაღრესად ყურადსაღებია ილია ჭავჭავაძის წერილი «პურეულით ვაჭრობის საქმე ჩვენში», რომელშიც ილია დაასკვნის: «ჩვენ მარტო, იმას უნდა ვეცადოთ, პური იმდენი მოვიყვანოთ, რომ სასყიდელი არ გაგვიხდეს, ჩვენ და ჩვენს შინაურ ბაზარს ეყოს».

 

დარგის პრობლემებზე მსჯელობისას ილია ჭავჭავაძე გამოყოფდა საქართველოში მრავალდარგოვანი, ფართოდ სპეციალიზებული სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობას. ილიას აზრით, დარგობრივ სპეციალიზაციას უნდა ეპასუხა საშინაო და საგარეო ბაზრის მოთხოვნებისთვის: «ამ ეკონომიურ გზაზე ჩვენი საქართველო რომ დადგეს, ჩვენმა მიწათმოქმედებამ რომ ეს ახალი გზა და მიმართულება ირჩიოს, რუსეთისათვის ის ამზადოს, რაც რუსეთს არ აქვს, და იქიდამ ის ჰზიდოს, რაც რუსეთს ვერც-კი გაუსაღებია _ სახელმწიფო ინტერესის თვალითაც-კი მეტად სახეიროა რუსეთისთვისაც».

 

ილიას მოსაზრება რუსეთთან პარტნიორობის შესახებ ყურადსაღებია თუნდაც იმიტომ, რომ იგი კარგად იცნობდა რუსეთის ბაზარს, ქვეყნის მასშტაბსა და შესაძლებლობებს და დარწმუნებული იყო რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის შეღწევა საქართველოს ეკონომიკასა და პრესტიჟს წაადგებოდა.

 

ერთი საუკუნის გასვლის შემდეგ, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის არსებული სავაჭრო კავშირებისრულიად მოიშალა და რუსეთის ბაზრიდან ქართული ხილი, ციტრუსები, ბოსტნეული, ღვინო და მინერალურიწყლები გამოაძევეს, საქართველოს ეკონომიკას უდიდესი ზიანი მიადგა. ქვეყანა ახალი სავაჭრო პარტნიორისძიებაშია, ფერმერად მონათლული გლეხი კი მოწეული მოსავლის პირისპირ მარტო დარჩა.

 

სოფლის მეურნეობის დარგების სპეციფიკურ თავისებურებათა ცოდნა საშუალებას აძლევდა დიდ მწერალს, ნათლად დაესაბუთებინა მევენახეობისა და მეღვინეობის, მეხილეობის, მებოსტნეობა-მებაღჩეობის, მეაბრეშუმეობის, მეფუტკრეობის, მეჩაიეობის, მეციტრუსეობის და სხვა დარგების განვითარების აუცილებლობა საქართველოს ეკონომიკის აღმავლობისთვის. ილიამ იცოდა, რომ თითოეული ეს დარგი წარმოადგენს არა მხოლოდ ქვეყნისა და გლეხკაცის ეკონომიკურად გაძლიერების წყაროს, არამედ ქართველი ერის სამეურნეო ცხოვრების წესისა და კულტურის ორგანულ, განუყოფელ ნაწილსაც, ბუნებრივად მისადაგებულს ქვეყნის ისტორიულ მხარეებთან.

 

ქართველი კაცი ღვინის დაყენებას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, ყურძნის მტევანს ალალი კაცისმარჯვენა უნდა შეხებოდა. ღვინო მხოლოდ ყურძნის წვენის დადუღებით მიიღებოდა და ამ წესის დაუცველობაწარმოუდგენელი იყო. ქართველი მევენახის სინდისი ზედაშეა, რომლითაც ინათლებოდა მათი შვილები,შვილიშვილები, შვილთაშვილები და თაობიდან თაობას გადაეცემოდა ღვინის დაყენების ქართული წესი:კახური (ჭაჭაზე სრული დადუღებით-ექსტრაქტული ღვინოები), იმერული (ჭაჭაზე დადუღების გარეშე-არაექსტრაქტული ღვინოები), რაჭული (ჭაჭაზე ნახევრად დადუღებით). 

 

«ჩვენებური ღვინო მართალი ღვინოა, _ ბრძანებდა ილია, _ ღვინის კეთებას ჩვენში მრავალი ათასის წლების ისტორია აქვს და, მასაშადამე, არის რა მიზეზი, რომლის ძალითაც ჩვენი ერი თავისებურ ღვინის კეთებას ჰრჩეობს და ევროპულს უფრთხის, ერიდება დღესაც... ჩვენებური ღვინის კეთება მარტო იმაზეა მიქცეული, რომ ყურძნის წვენს არა რა შეერიოს და ღვინოს თავისი ბუნებური შეურველი თვისება ჰქონდეს». ქართული ღვინის უმთავრესი ღირსება «ბუნებრიობაა», მხოლოდ «ნატურალობაა», ამიტომ განსაკუთრებული სერიოზულობით იბრძოდა დიდი მწერალი ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ.

 

ილია ჭავჭავაძე ქართველ მეღვინეთა გასაგონად აცხადებდა: «თუ ჰსურთ, რომ რუსეთის ბაზარში ჩვენმა ღვინომ ადგილი დაიჭიროს და ევროპულს ყალბს ღვინოებს აჯობოს და გზა დააცლევინოს, ეს მარტო იმით შეიძლება მოხდეს, რომ გასამკლავებლად ყალბ ღვინოს ჩვენი მართალი ღვინო პირში წავუყენოთ. აქ ჩვენი გამარჯვება უეჭველია». ამაზე ლოგიკურად და მიზანდასახულად გზის ჩვენება, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია.

 

საინტერესო და დღემდე აქტუალურია ილია ჭავჭავაძის თვალთახედვა მთის პრობლემების მოგვარებაზე. მასღრმად სწამდა, რომ საქართველოს მთიანეთში მეცხოველეობის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარისასიცოცხლო არტერიის – მთიანეთის აღორძინების და თავდაცვის უპირველესი პირობა იქნებოდა.

 

ილია ჭავაჭავაძის პარადიგმა, ისტორიული ხედვით განმტკიცებული, მიწისადმი ქართველი კაცის განსაკუთრებული (მარადიული) დამოკიდებულებისა, არა მარტო ქართველი ერისთვისაა აქტუალური, არამედ მთელი განვითარებული კაცობრიობისთვის.

 

დასასრულ, ისევ დიდ მოძღვარს მოვუხმოთ: «დღევანდელ ცხოვრებაში სუფრის თავში ის ერი დაჯდება, ვინც ირჯება, ვინც მუდამ შრომობს, ვინც ცდილობს ეკონომიურად წელში გაიმართოს».

 

დროთა სვლაზე გამარჯვებული, ილია ჭავჭავაძის მიერ დასახული გზა «უკეთესი ქვეყნის» შენებისა, მხოლოდ ერის ერთიანობითა და თანხმობითაა შესაძლებელი. როგორც გიორგი მთაწმინდელი ბრძანებდა: «ერთნებაობითა და თანადგომით ქვეყნის მართვა»!

 

ეს XXI საუკუნის საქართველომ უნდა შეძლოს.

 

«მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ» (მათ. 20.16). მხოლოდ ამ სიტყვების წარმოთქმა იცოდა ილიამ, როდესაც დიდად განაწყენდებოდა მოსაუბრეებზე და უკომენტაროდ ტოვებდა შეკრების ადგილს.

 

დიახ, იცოდა მან თავისი ფასი, იცოდა, რომ მრავალი ეწვევა ამ წუთისოფელს, მაგრამ მხოლოდ რჩეულთ ხელეწიფებათ ერის სამსახურში ჩადგომა, დროის ფეხდაფეხ მიყოლა, რაციონალურად საქმეთა წარმართვა.

 

აკი ამიტომაც ბრძანა კიდევ ერთმა გამოჩენილმა ქართველმა გრიგოლ რობაქიძემ, რომელსაც გერმანიაში ცხოვრებამ კიდევ უფრო გაუმძაფრა ქართული გენი: «ილია კარდუს დიდი მოურავია», რისთვისაც მინიჭებული აქვს კოსმიური მედალიონი _ «მარადმყოფი». 

© 2023 Имя сайта. Сайт создан на Wix.com

Кахетия зимой

Кахетия зимой

Телави Цинандали

Телави Цинандали

Кахетия окрестности Бахтриони

Кахетия окрестности Бахтриони

Кахетия Сигнаги

Кахетия Сигнаги

bottom of page